მარო

ყველას თავისი აქვს საგანძური,

ზოგს წილად ერგო ყუთი პანდორას,

თვალ-მარგალიტით გადახუნძლული,

ოქრო ვერცხლს ვერა და ვერ დათმობდა.

ზოგმა საუნჯე სულში იუნჯა,

გრძნობათა დააქვს ოქროს სავანე,

არ გაყიდულა, როგორც იუდა,

არ უტვირთია ვირის საპალნე.

ამქვეყნად ვის რა ეძვირფასება,

ზოგი მარხავს და სხვა თან ატარებს,

იმ ქვეყნად მხოლოდ ერთი ფასდება,

იქ ბოლოს ყველას ერთ ყუთს ატანენ.

ცხრამეტ თებერვალს, ცხრამეტი წლისა,

დაეცა, როგორც მოჭრილი ვარდი,

იმ საუკუნემ გადმოგვაბარა,

მაროს გმირობა და მისი დარდი.

ყველას თავისი აქვს საგანძური,

ზოგს სკივრი სახლში, ოქროს ზოდებით,

ალმას-ზურმუხტით გადახუნძლული,

სულზე ზრუნვა რომ აწევს ლოდივით.

სხვამ კი საუნჯე სულში იუნჯა,

გულში ახარა წმინდა სავანე,

არ გაყიდულა, როგორც იუდა,

არ დაიმკვიდრა სულში სამარე.

ამქვეყნად ყველა სტუმრად მოვიდა,

აქ სამუდამოდ არვინ დარჩება,

ამაოებით სულს თუ მოშივდა,

ყველა ქონება ოხრად დარჩება.

ცხრამეტ თებერვალს, ცხრამეტი წლისა,

დაეცა, როგორც მოჭრილი ვარდი,

იმ საუკუნემ გადმოგვაბარა,

მაროს გმირობა და მისი დარდი.

15.01.23

თბილისი

Leave a comment